2024-10-24
თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობაში შემავალი იურიდიული პირების თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროსა და ასევე, სამინისტროს მმართველობაში შემავალი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაატარა.
სატრენინგო-სასწავლო თემები შეეხო კანონის ზოგად მიმოხილვას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების არსსა და მნიშვნელობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერსს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის პრიორიტეტულობას, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა უსაფრთხოება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საყურადღებო სიახლეები. ტრენინგი ჩატარდა კონკრეტულად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთათვის, შესაბამისად, განსახილველი საკითხები შემუშავდა ამ უწყების ძირითადი საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლილი ტანიაშვილმა და იურისტმა - თამარ რევაზაშვილმა ჩაატარეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრე აუდიტორიის მიერ დასმული შეკითხვების ირგვლივ შედგა საინტერესო დისკუსია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.